ავტოავარიას იტალიაში ქართველი ემსხვერპლა – დედის ტრაგიკულ დაღუპვას შვილი შეესწრო

იტალიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქე, 44 წლის ნონა ზარიძე დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ამავე გაზეთის ცნობით, ავარია გუშინ საღამოს იტალიის ქალაქ ბარში მოხდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულე ნონა ზარიძეს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ასფალტზე დაცემულს კი დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტრობუსმა გადაუარა. დედის ტრაგიკულ სიკვდილს ნონა ზარიძის 22 წლის შვილი და მეგობარი შეესწრნენ.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. მათ ნონა ზარიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. სასწრაფო დახმარების მანქანამ შოკურ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი, ნონა ზარიძის ქალიშვილი და მეგობარიც საავადმყოფოში გადაიყვანა.

10836364_920792304609930_2135771092_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები