რუსი როკმუსიკოსები ომის წინააღმდეგ გამოდიან

     ბორის გრებენშიკოვმა, იური შევჩუკმა და ანდრეი მაკარევიჩმა გამოაქვეყნეს განცხადება. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. ამ საკითხზე ჟურნალ ,,ოგონიოკისკულტურის გამყოფილების რედაქტორმა ანდრეი არხანგელსკიმ საკუთარი მოსაზრება ინტერნეტგაზეთ ,,კომერსანტ. რუსჟურნალისტებს: ოლეგ ბოგდანოვისა და მაქსიმ მიტჩენკოვს გააცნო:
გავრცელდა როკვარსკვლავების განცხადება. თქვენი აზრით, მას რა გავლენის მოახდენა შეუძლია  მიმდინარე მოვლენებზე?
ანდრეი არხანგელსკი: – გასაგებია, რომ ბარიკადების ორივე მხარეს ის ადამიანები დგანან, ვინც ანდრეი მაკარევიჩის, შევჩუკისა და გრებენშიკოვის სიმღერებზე აღიზარდა. ამ სიმღერების წყალობით ჩვენ საერთო იდენტობა გვაქვს, ამიტომ მათი საჯარო მიმართვა ყველაზე კარგი საქმეა. სხვა საკითხია, თუ რატომ დუმს დანარჩენი ინტელიგენცია, მათ შორის, მსახიობები, ან სახალხო მსახიობები, სად არიან ისინი? სხვებთან ერთად ამ სამი ადამიანის წყალობითაც ჩვენ – ყველამ ბავშვობაში შინაგანი თავისუფლება მოვიპოვეთ. გუშინ მათ რუსული ინტელიგენციის ღირსება გადაარჩინეს.
 – მაგრამ თითქოს არანაირი მოვლენები და საბრძოლო მოქმედებები არ ხდება.
ანდრეი არხანგელსკი:-  თქვენი აზრით, არაფერი ხდება?
მადლობა ღმერთს, არავინ დაღუპულა.
ანდრეი არხანგელსკი: მე დღეს მარტო 2 საათი მეძინა, იმიტომ რომ ვუყურებდი და ვუსმენდი ყველა არხს, მათ შორის უკრაინულ ტელევიზიასაც, რათა მომხდართან დაკავშირებით საერთო შთაბეჭდილება შემქმნოდა.
 – და რას ფიქრობთ?
ანდრეი არხანგელსკი: – ისინი აცხადებენ, რომ ბალაკლავა, ბახჩისარაი უკვე მიტაცებულია, ხოლო უკრაინის არმიის ჯარისკაცის დედა ყვება, რომ ის დააკავეს და მისგან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას მოითხოვენ. თქვენი აზრით, არაფერი ხდება?
ადამიანებს სთხოვენ და ისინიც წერენ ამის შესახებ.  ადამიანებს უნდათ გადასვლა და გადადიან, ამას წინათ, მაქსიმ შევჩენკო ყვებოდა, რომ ისინი უბრალოდ საუბრობენ, ლამის სვამენ კიდეც ერთადო. აი, ასეთიპანიბრატულიურთიერთობაა და რა პრობლემაა…
ანდრეი არხანგელსკი: – უკრაინა სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების წინაშე დგას, ის ემზადება. ხალხი სამხედრო კომისარიატების წინ რიგში დგას. მე აქ ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჩვენთან ბუნდოვნად აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა განწყობაა უკრაინაში. ვფიქრობ, რომ დაახლოებით 1939 წელს პოლონეთშიც იგივე მოხდა, რომელიც ჩვენთან შედარებით პატარა ქვეყანაა და ის, პირობითად რომ ვთქვათ, ორ სუპერიმპერიას შორის მოექცა. მაგრამ ეს მაინც სულ სხვა რამაა, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები