მიხეილ მაჭავარიანი: პოლიციამ რაგბის თამაშზე ონისე გერგედავა დააკავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, რაგბში საქართველო-რუსეთის თამაშზე კრიმინალურმა პოლიციამ ონისე გერგედავა უკრაინის მიმართ მხარდაჭერისთვის დააკავა. როგორც მაჭავარიანმა “რუსთვი 2”-ის ეთერში განაცხადა, გერგედავას დაკავების ოპერაციას ბესელია ხელმძღვანელობდა.
“რაგბზე მისული იყო გულშემატკივრების ჯგუფი, რომელთაც უნდოდათ დაეფიქსირებინათ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. კრიმინალურმა პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია და 17:00 საათიდან ერთ-ერთი ადამიანის ონისე გერგედავას გზა-კვალი არ ვიცით. ეს ადამიანი გატაცებულია. ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბესელია”, – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ბესელია ახალი ხელისუფლების პირობებში დააწინაურეს. იგი იყო სამეგრელოს პოლიციის უფროსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები