სმენადაქვეითებულთა ნაწილი საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტის შეცვლას ითხოვს

სმენადაქვეითებულთა ნაწილმა „ყრუთა კავშირის“ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, პრეზიდენტმა და ადმინისტრაციამ კავშირის ქონება წევრების ნებართვის გარეშე გაყიდეს.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ კავშირიდან 5 წევრი მათი განსხვავებული მოსაზრებების გამო გარიცხეს. კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მაია მეტონიძემ კი განაცხადა, რომ ისინი ორგანიზაციის წესდებასთან შეუსაბამობის გამო გაირიცხნენ.
„ნაწილი გაიყიდა იმისთვის, რომ უფრო მეტი წილი გვეყიდა. ანუ ეს არის პროცესი, რომელიც მათ სასარგებლოდ და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად არის. ესენი ესწრებოდნენ იმ ყრილობას, სადაც ნებართვა გაიცა. ეს არის დანაშაული, რასაც ის ხუთი ადამიანი სჩადის. ისინი ჩვენ ნებისმიერ საქმიანობაში გვიშლიან ხელს. არიან შეშინებულები, აშინებენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს“,- განაცხადა მაია მეტონიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები