“თავისუფალი თაობა” გიგა ბოკერიას საცხოვრებელ კორპუსთან აქციას მართავს

“თავისუფალი თაობის” წევრები “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის გიგა ბოკერიას სახცოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეებმა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება და პარტიის წევრების დასჯა მოითხოვეს. მათ წითელი საღებავებით გიგა ბოკერიას კორპუსის შესასვლელთან შემდეგი სახის წარწერები გააკეთეს: “ბოკერია მოღალატე”, “ბოკერია შენ ხარ მკვლელი”, “ბოკერია ჩეკისტი”.
“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი გიგა ბოკერიას მეზობლებს მოუწოდებს, რომ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე არ მივიდნენ.
“ამ სახლში ცხოვრობს გიგა ბოკერია, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩევა თავისი ჩეკისტური ზრახვებითა და ჩეკისტური მოქმედებებით. აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მის მეზობლებს მოვუწოდო, რომ არ გავიდნენ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე და არ შეუერთდნენ იმ მოღალატეების დიდ ჯგროს, რომელიც რუსთაველზე აპირებს შეკრებას”, – განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები