დავით ლორთქიფანიძე: ეს ადამიანები კანონის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის ახალი ბრალდების წარდგინებას ეხმაურება. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსნები კანონის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით უნდა დაისაჯონ.
მისი თქმით, პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ექსმაღალჩინოსნებმა ჩადენილი დანაშაულებისთვის კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.
„საზოგადოება იყო დაშინებული და ამ ყველაფერს აკეთებდნენ დაუსჯელობის ძალიან მაღალი ხარისხის სინდრომით. ეს ადამიანები კანონის წინაშე მთელი პასუხისმგებლობით დასჯილები უნდა იყვნენ. თუ პროკურატურამ დაუმძიმა ბრალი, ე.ი. ახალი გარემოებები გაჩნდა“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები