ოთარ კახიძე: ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება მეოთხედ უნდა მოითხოვონ

ბრალდებულების მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის ადვოკატი პროკურატურაში დაიბარეს, გამომძიებლებმა მათ დადგენილება გააცნეს. როგორც ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დადგენილებაში, რომელიც მას პროკურატურამ გადასცა, მისთვის ახალი არაფერია.
„მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება 7 ნოემბრის მოვლენებს, მოხდა ბრალის დადგენილების დაზუსტება. თუმცა, არც ერთი ახალი მტკიცებულება არ გადმოუციათ. გარდა ამისა, არც ერთი მუხლი არ შეცვლილა, რომელიც დადგენილებაში ეწერა. შინაარსობრივად, რასაც გადავხედე, აბსოლუტურად იდენტურია. როგორც პროკურატურა მაშინ ამტკიცებდა, პროკურატურას დღესაც მიაჩნია, რომ ბადრი პატარკაციშვილს არანაირი ძალადობრივი განზრახვები არ ჰქონდა, ის მშვიდობიანი მოქალაქე იყო და გადატრიალებას არ გეგმავდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორც ჩანს, უნდა დაეძინებინა რაღაც სხვა მიზნებით, ზრუნავდა მასზე. აბსურდული ბრალი ასეთად დარჩა. ალბათ, მეოთხედ უნდა მოითხოვონ ადეიშვილისა და სააკაშვილის ექსტრადირება. ალბათ, ეს მიზანი აქვთ“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეიმედში შეჭრის საქმეზე ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს ახალი ბრალი წაუყენა. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალდება დაუზუსტდათ, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი უგულავას კი დაუმძიმდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები