აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს კვერცხები დაუშინეს (ვიდეო)

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „ნაციონალურ მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძეს რამდენიმე პირმა კვერცხები დაუშინა. ინციდენტი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოხდა.
თავდამსხმელებმა პეტრე ზამბახიძეს 26 მაისისა და 7 ნოემბრის მხარდამჭერი უწოდეს. ისინი დეპუტატისგან განმარტებას ითხოვდნენ, თუ რატომ დაუჭირა მან მხარი ვიცე-სპიკერის პოსტზე ჯემალ ფუტკარაძის კანდიდატურას, რომელიც გუშინ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება იყო.
“აგონიაშია ხელისუფლება და აღარ იციან რა გააკეთონ. ვერ ეგუებიან სხვა საწინააღმდეგო აზრს“, – აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.
ამასთან, დეპუტატმა არჩილ ხაბაძეს და ავთანდილ ბერიძეს მოუწოდა, რომ გონს მოვიდნენ. მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში“ ბუმერანგვით“ მოუბრუნდებათ ყველაფერი უკან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდნენ. აღნიშნული მოთხოვნა მათ მას შემდეგ დააყენეს, რაც ბერიძემ ვიცე-სპიკერად არჩეული ჯემალ ფუტკარაძე არ აღიარა. გუშინ ჯემალ ფუტკარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად 8 ხმით აირჩიეს. აღნიშნული შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათილად გამოაცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები