ევროპის „სახალხო პარტია“ გიგი უგულავას ახალი ბრალდების გამო შეშფოთებულია

დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავასთვის ახალი ბრალის წაყენებას ევროპარლამენტის „სახალხო პარტიის“ და გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის წარმომადგენელი მანფრედ ვებერი ეხმაურება.
როგორც საპარლამენო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, გიგი უგულავას ახალი ბრალის წაყენება მანფრედ ვებერმა პოლიტიკურ დევნად შეაფასა. მისივე თქმით, ევროპის „სახალხო პარტიამ“ საქართველოს ხელისუფლებას წერილი გაუგზავნა, სადაც გიგი უგულავას სასამართლო პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის წერილს ავრცელებს. გიგი წერეთლის თქმით, მალფრედ ვებერი, თავისი ფრაქციის სახელით, საქართველოს ხელისუფლებას იმ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, რაც ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ჩრდილს არ მიაყენებს.
„ეს არის ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპის პარლამენტში, რომელიც უგზავნის წერილს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას. წერილში ძალიან სერიოზული შეშფოთება და წუხილია გამოთქმული იმის გამო, რაც ხდება საქართველოში სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. წერილში გამოხატულია იმედი, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს ამ ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ფრაქციის შეშფოთებას, გადადგამენ შესაბამის ნაბიჯებს, მოვა შესაბამისობაში სწორედ ევროპულ პრაქტიკასთან, გაითვალისწინებს იმას, რომ შესასრულებელია ასოცირებული ხელშეკრულების ვალდებულებები და ამით საქართველოს იმიჯს სერიოზული ჩრდილი არ მიადგება“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის, ბ-ნ მალფრედ ვებერის ხელმოწერით გამოგზავნილ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები