„7 ნოემბრის დანაშაულში ბრალდებული პირები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გიგი უგულავასთვის ბრალის დამძიმების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა განმარტა, თუ პროკურატურას 7 ნოემბრის საქმეზე გამყარებული მტკიცებულებები აქვს, უნდა წარმოადგინოს და თითოეული მტკიცებულება დამაჯერებელი უნდა იყოს.
„თვითონ 7 ნოემბერი როგორც ფაქტი იყო საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. ეს უნდა იყოს მკარად დასჯადი, რომ სხვა დროს რომელიმე ხელისუფალს ხელი არ წაუცდეს მოსახლეობის პროტესტის დროს ძალისმიერი მეთოდები გამოიყენოს. 7 ნოემბრის დილა მომიტინგეების დარბევით დაიწყო. შემდეგ, როდესაც საზოგადოება შეიკრიბა, წყლის ჭავლით და მომწამვლელი ნივთიერებებით დაშალეს. შემდეგ საზოგადოება რიყეზე დაშალეს, მოგვიანებით კი ძალისმიერი მეთოდებით ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრნენ. გამოყარეს ჟურნალისტები და დახურეს ტელევიზია. მე როგორც მოქალაქე, ვითხოვ გამოძიებას. ამ დანაშაულში ბრალდებული პირები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. კონსტიტუციაზე მაღლა არავინ არ უნდა დადგეს“, – განაცხადა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები