ადვოკატი: გიგი უგულავას ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა

თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა. მისი ადვოკატის ბექა ბასილაიას ინფორმაციით, ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ, ბრალდების მუხლები დაამძიმეს.  კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას ახალი მუხლები დაუმატეს. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებზე.
როგორც ბექა ბასილაია აცხადებს, მუხლების დამძიმების მოტივი გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვებაა.„ფაქტიურად, ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ, დაამძიმეს მუხლები, რასაც ერთადერთი მოტივაცია აქვს, რომ დღეს შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ, პატიმრობის 9-თვიანი ვადა გასდის 2 აპრილს. კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს გიორგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში“,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები