რაგბში საქართველო-რუსეთის ნაკრებების შერკინების სანახავად ვაკის პარკში მონიტორი დამონტაჟდება

რაგბში საქართველო-რუსეთის ნაკრებების შერკინების სანახავად ვაკის პარკში მონიტორი დამონტაჟდება, – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“14 მარტს რაგბის ევროპის ჩემპიონატის 2015 წლის გათამაშების მე-4 ტურში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შერკინება გაიმართება. თამაშის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიისა და რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით, ვაკის პარკში დამონტაჟდება მონიტორი, რომლის მეშვეობითაც გულშემატკივრები პირდაპირ ეთერში შეძლებენ საქართველო-რუსეთის შერკინების ნახვას”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები