სამეგრელოში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა

სამეგრელოში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. პირველადი მონაცემებით, ქარმა 50-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა.
სახლების ნაწილს სახურავი მთლიანად გადახდილი აქვს, ნაწილს კი – ნაწილობრივ. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ წუთებში დგინდება. ზარალის დამთვლელი კომისია ორ ჯგუფადაა გაყოფილი და მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობს.
დაზარალებული ოჯახები წუხელვე მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ მოინახულა.
ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა წალენჯიხაშიც.
პირველადი მონაცემებით, რაიონში სულ 15 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. შემთხევევის ადგილი წუხელვე მოინახულეს გამგებლის მოადგილეებმა.
ზარალს წალენჯიხაშიც სპეციალური კომისია სწავლობს. კომისიის მიერ ზარალის დადგენის შემდეგ მონაცემებს ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები