საკრებულოში სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმის წარმოებაზე იმსჯელეს

დღეს თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრის ელექტრონული საქმის წარმოების წესის დამტკიცებაზე იმსჯელეს. აღნიშნულ სხდომას კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილი ხელმძღვანელობდა, თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ- სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ბარკალაია და ცენტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მაკა გვარამია ესწრებოდნენ. სსიპ-ს წარმომადგენლებმა დეტალურად განმარტეს ელექტრონული საქმის წარმოების წესის მნიშვნელობა. კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მომსახურების ხარისხისა და მართვის ეფექტიანობის გაზრდას ელექტრონული საქმის წარმოების წესი ხელს შეუწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები