საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივა მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody-მა საქართველოს პოზიტიური პერსპექტივა მიანიჭა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცახდებით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის შეფასებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 3.5% იქნება. რეგიონში არსებული ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის რეიტინგი (BB -) უცვლელი დატოვა.
„ძალიან პოზიტიური ფაქტია ის, რომ მიუხედავად რეგიონში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, სარეიტინგო კომპანიამ საქართველოსთვის უცვლელი დატოვა რეიტინგი (BB -) და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა“, – განაცხადა ხადურმა. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განმსაზღვრელ ფაქტორად მან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა დაასახელა, პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში, ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.
Moody’s-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება, შესაბამისად, ევროსტანდარტებთან დაახლოება დიდი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა დაბალია და საკმაოდ შეღავათიანი მომსახურების პირობებით გამოირჩევა.
DSFTA არის საკმაოდ დიდი ხელშემწყობი ფაქტორი ქვეყანაში დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და, ამასთან, საექსპორტო პოტენციალის განვითარების კარგ პერსპექტივას სახავს, რაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს. Moody’s რეიტინგები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ასე გამოიყურება: Russia (Ba1/Negative) – გაუარესებულია; Azerbaijan (Baa3/Stable) – ჯერ არ გამოქვეყნებულა; Armenia(Ba3/Negative) – გაუარესებულია; Moldova (B3/Stable) – ჯერ არ გამოქვეყნებულა; Ukraine (Caa3/Negative) – გაუარესებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები