გიორგი კვერენჩხილაძე ჩაშლილი რიგგარეშე სხდომის შესახებ წუხილს გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლა დასანანია.
“რიგგარეშე სხდომა საპარლამენტო ცხოვრების შემადგენელი ჩვეულებრივი მოვლენაა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მისი პრეზიდენტობის პერიოდში დღემდე ექვსჯერ მოიწვია პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ სესია და ექვსივეჯერ ეს სხდომა თუ სესია შედგა. რიგგარეშე სხდომის მოწვევით პრეზიდენტმა პატივი სცა, ერთი მხრივ, ქართული საზოგადოების ინტერესს სავალუტო კრიზისისადმი, ხოლო, მეორე მხრივ, პარლამენტს, როგორც უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს. დასანანია, რომ აღნიშნული რიგგარეშე სხდომა არ შედგა”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები