ირაკლი სესიაშვილი გიორგი მარგველაშვილს კომპეტენციას ახსენებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტს ახსენებს, რომ მას ეკონომიკურ საკითხებში ჩარევის პირდაპირი კომპეტენცია არ გააჩნია. დეპუტატმა აღნიშნული კომენტარი ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.
“თავისთავად ცხადია, თუ პრეზიდენტს საკუთარი აზრი აქვს ეკონომიკის გაძლიერებაზე, ეს მისი უფლებაა, მაგრამ მას არ გააჩნია პირდაპირი კომპეტენცია, ჩაერიოს ეკონომიკურ საკითხებში. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ თავისუფალ ადამიანს აქვს აზრის გამოთქმის უფლება, პრეზიდენტი კი მაღალი ლეგიტიმაციის მატარებელი პირია. ამიტომაც თავისთავად ცხადია, ეკონომიკური გუნდი მის წინადადებებს აუცილებლად გაეცნობა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ამასთან, დეპუტატი არსებული ეკონომიკური ვითარების დარეგულირების მიზნით უშუალოდ მთავრობის საქმიანობასაც აფასებს და აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება ამ კუთხით სერიოზულ ნაბიჯებს დგამს. ბიზნესმენებთან დღევანდელ შეხვედრაზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკის მიმართულებით 9 თემაზე გაამახვილებს ყურადღებას. პრეზიდენტი პარლამენტს მომავალ კვირას მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები