ლადო სადღობელაშვილს 100-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული აქციის 5 მონაწილე გაათავისუფლეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, “თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელს ლადო სადღობელაშვილს, აქციის 4 მონაწილის მსგავსად, სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
“თავისუფალი ზონის” წევრი მოსამართლემ დარბაზიდან ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა. თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის გადაწყვეტილებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სასამართლოში საპატრულო პოლიციის გამოძახებაც გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები