საქართველოში საგზაო ტენდერებით იტალიური სამშენებლო კომპანია დაინტერესდა

საქართველოში საგზაო ტენდერებით იტალიური სამშენებლო კომპანია დაინტერესდა. კომპანიის წარმომადგენლებს გზების დეპარტამენტის თავჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე შეხვდა. იტალიური კომპანის წარმომადგენლებმა გზების გვირაბებისა და ხიდების მშენებლობის სფეროში საკუთარი გამოცდილება შესთავაზეს.
“გაიმართა შეხვედრა იტალიურ სამშენებლო კომპანიასთან, “ფინიშთან” წარმოდგენილნი იყვნენ მისი ხელმძღვანელები, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ინფრასტრუქტურული მშენებლობების კუთხით, ჩვენ გავაცანით მათ როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები და მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ჩვენთან ითანამშრომლონ”,-განაცხადა ფანჩულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები