„ნაციონალური მოძრაობა“ ნარმანიას მოადგილის გადაყენებას ითხოვს – ბრიფინგი საკრებულოში

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის წევრებმა“, თემურ გრიგალაშვილმა და ირაკლი ნადირაძემ, თბილისის მერიაში მიმდინარე მოვლენებთან, კერძოდ, ინფრასტრუქტრულ საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართეს.
ამის შესახებ “კვირას” დედაქალაქის საკრებულოდან აცნობეს.
“ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-თბილისის“ წევრების განცხადებით, დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქმედითუნარიანი ნაბიჯები არ იდგმება.
„ვინაიდან დედაქალაქში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით, არ იდგმება ქმედითუნარიანი ნაბიჯები, მოვითხოვთ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნეს თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე.
კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური გამარტივებული წესით, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, აფორმებდა ხელშეკრულებებს ცალკეულ კომპანიებთან და შედეგად მივიღეთ ის, რომ უკვე დღეს, თბილისის მერიამ 1 მლნ 300 ათასი ლარის ღირებულების უხარისხოდ ჩატარებული სამუშაო ჩაიბარა.
აქედან გამომდინარე, ჩვენ დღესვე გადავაგზავნით საჭირო დოკუმენტაციას საქართველოს პროკურატურაში, რათა დაიწყოს გამოძიება და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვისაც აღნიშნულთან აქვს შეხება“, – განაცხადეს დეპუტატებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები