„ოსკარზე“ ნომინირებულ ფილმ „მანდარინებს“ სოხუმში აკრიტიკებენ

სოხუმელი ჟურნალისტი ვიტალი შარია ზაზა ურუშაძის ფილმ „მანდარინებს“, რომელიც 1992-1993 წწ აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოგვითხრობს, ტენდენციურს უწოდებს. „ეხო კავკაზა“-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში შარიას განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფოლმის ავტორს სურს, კონფლიქტი წარმოაჩინოს არა როგორც ქართულ-აფხაზური, არამედ როგორც ქართულ-რუსული. ავტორი პირდაპირ წერს, რომ ფილმის ორ მთავარ გმირს – ესტონელებს შორის ასეთი დიალოგი არ უნდა ყოფილიყო. „ისინი მალე მოვლენ“ „ვინ ისინი? რუსები თუ ქართველები?“ არამედ უნდა ყოფილიყო ფრაზა – „ქართველები თუ აფხაზები?“
აფხაზი ჟურნალისტი ასევე აკრიტიკებს ფილმის ბოლო ეპიზოდს, როდესაც ესტონელი ივოს სახლთან რუსი სამხედროების მანქანები ჩერდება და „ამხანაგი მაიორი“, რომელიც არ დაიჯერებს, რომ ახმედი ჩეჩენია, მისი დახვრეტის ბრძანებას გასცემს. რაც შეეხება ფილმში ნაჩვენებ ფაქტს, რომ ადგილობრივი ესტონელების ნაწილი აფხაზების მხარეს იბრძოდა, ვიტალი შარია ამას ადასტურებს. ფილმის ბოლო ეპიზოდში ივო დაღუპულ ნიკას, რომელსაც მსახიობი მიშა მესხი თამაშობს, საკუთარი შვილის გვერდით ასაფლავებს, რომელიც იბრძოდა აფხაზების მხარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები