საქალაქო სასამართლოსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. სასამართლოში პარლამენტის შენობასთან გუშინ გამართული აქციის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ადგილზე „თავისუფალი ზონის“, „თავისუფალი თაობის“ და “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მდებარე პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი, „თავისუფალი ზონის“ ერთი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ 4 აქტივისტი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები