ლინო ბიანკოს საჯარო ლექცია თემაზე – „ქალაქი“

16 მარტს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოფიის სამშენებლო კონსტრუქციებისა და გეოდეზიის უნივერსიტეტის ლექტორი ქალაქგეგმარების ისტორიასა და თეორიაში, არქიტექტორი ლინო ბიანკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ქალაქი“. ის შეეცდება, შეადაროს სამი მნიშვნელოვანი ფიგურის – ჯეინ ჯაკობსის („ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“), ალდო როსის („ქალაქის არქიტექტურა“) და კევინ ლინჩის („ქალაქის იმიჯი“) – თეორიები და უპასუხოს შეკითხვას: შექმნეს თუ არა ამ ადამიანებმა ქალაქის პატივისცემის თარგი?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები