გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, ტუნისის წყლებში ჩაიძირა

მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი კატარღა KINGS-ი, რომელზეც საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა, ტუნისის წყლებში ჩაიძირა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ეკიპაჟის ხუთივე წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათივე ცნობით, კატარღა 11 მარტს დაახლოებით 15:00 საათზე ჩაიძირა.
„კატარღაზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ხუთი წევრი, ხუთივე საქართველოს მოქალაქე. დამსაქმებელი კომპანიის ინფორმაციით, მეზღვაურთა ევაკუაცია მოხდა დროულად და ისინი გადაყვანილნი არიან უსაფრთხო ადგილას. მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
დამსაქმებელი კომპანია პასუხისმგებელია მეზღვაურთა სასტუმროში დაბინავებასა და სამშობლოში რეპატრიაციაზე. ამჟამად ისინი მუშაობენ ამ საკითხზე და სრულ მზადყოფნას აცხადებენ მეზღვაურთა დასახმარებლად“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები