თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ წარმოადგენს

14 მარტს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის ოპერა „აიდას“ წარმოადგენს. „აიდას“ მსოფლიო პრემიერა 1871 წლის 24 დეკემბერს კაიროს ოპერის თეატრში შედგა და უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად. ეგვიპტის მთავრობამ ვერდის ოტომანის ორდენის კავალერის ტიტული მიანიჭა. 1872 წლის 8 თებერვალს „აიდა“ მილანის ლა – სკალაში დაიდგა.
მსოფლიოს პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში „აიდა“ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 155 საოპერო თეატრში. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ეს ოპერა 1876 წელს შესრულდა. 14 მარტს კონსერვატორიის დიდ დარბაზში „აიდას“ საკონცერტო შესრულება შედგება. კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი; თეატრის წამყვანი სოლისტები: მაყვალა ასპანიძე, თეიმურაზ გუგუშვილი, თეა დემურიშვილი, სულხან გველესიანი, კახაბერ თეთვაძე, ლეგი იმედაშვილი, ნინო ჩაჩუა, თამაზ საგინაძე; ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი. დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები