“თავისუფალი დემოკრატები” საკრებულოში დავით ნარმანიას დაბარების მოთხოვნას არ უერთდებიან

საკრებულოს ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წევრები დავით ნარმანიას დაბარების მოთხოვნას არ უერთდებიან. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარემ გიორგი მუსხელიშვილმა განაცხადა, მათთვის პრინციპულად მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად საკითხების განხილვა.
„ჩვენ გვაქვს ფრაქცია და გვაქვს უფლება, დედაქალაქის მერი ჩვენი ფრაქციის სხდომაზე მოვიწვიოთ და არ გავხდეთ “ნაციონალურმა მოძრაობის” შოუს მონაწილეები”, – განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს 10 დეპუტატის ხელმოწერა შეაგროვა დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე დაბარებასთან დაკავშირებით. ელისაშვილის მოთხოვნას “გაერთიანებული დემოკრატების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები შეუერთდნენ. დეპუტატები “თავისუფალი დემოკრატების” გადაწყვეტილებას ელოდნენ, რადგან დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარებას 13 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები