ვიქტორ დოლიძე: პრეზიდენტი არსებული ვითარების მიმართ სწორი, ადეკვატური და რაციონალურია

ამ კვირაში თარიღისა და ფორმატის შესახებ პრეზიდენტი გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას – პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტში რიგგარეშე საგანგებო სხდომის დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ფრაქციის“ თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ვიქტორ დოლიძე გამოეხმაურა. ვიქტორ დოლიძის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების მიმართ სწორი, ადეკვატური და რაციონალურია და მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც არსებული ვითარების გამოსწორებისკენაა მიმართული.
„ამ კვირაში პრეზიდენტი თარიღისა და ფორმატის შესახებ გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ იგი ძალიან რაციონალურად, სწორად და ადეკვატურად აღიქვამს არსებულ ვითარებას და ამ უკანასკნელის მოსაგვარებლად შესაბამის ნაბიჯებს დგამს“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები