ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი შენობის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი შენობის პრეზენტაციას დაესწრო. აკადემიის წარმომადგენლებმა სკოლის ახალი შენობის მაკეტი წარადგინეს. თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ განათლების სფეროში ინვესტიციის ჩადება მომავალი თაობის ინტელექტუალური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. მერიის ცნობით, ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი შენობა თანამედროვე დიზაინით და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით იქნება აღჭურვილი, კამპუსი ლისის ტერიტორიაზე გაშენდება. ახალი შენობა 14 სექტემბერს გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები