ირაკლი ნადარეიშვილი პირობას დებს, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი პირობას დებს, რომ უკანონოდ ჩამორთმეული ქონება კანონიერ მესაკუთრეებს დაუბრუნდებათ. ამის შესახებ ნადარეიშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.
„ქონების გადაყიდვის შემთხვევაში ვეცდებით, დაზარალებულებთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება ალტერნატიული ქონებით ჩანაცვლებაზე… სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ქონეას კი პირდაპირ დავუბრუნებთ“, – ამბობს ნადარეიშვილი.
მისივე თქმით, სხვადასხვა საქმის გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, რომ გამოძიება უმაღლესი თანამდებობის პირებზე გავიდეს. „გამოძიების პროცესში გამორიცხული არაფერია. ამ პროცესში შეიძლება გავიდეთ შუა რგოლებზე, შეიძლება – უმაღლესი თანამდებობის პირებზე“, – ამბობს ნადარეიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები