ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე შეთავაზება მიიღო

ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს, რომ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე შეთავაზება მიიღო. ლექვინაძის განცხადებით, მას მართლაც ჰქონდა მსჯელობა თბილისის მერთან ამ საკითხზე, თუმცა ექსპერტი კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობს.
“შეხვედრა გვქონდა, მაგრამ ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი რაიმე გადაწყვეტილებაზე, ამ ეტაპზე უბრალოდ მქონდა მერთან საუბარი”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, ლექვინაძე არ გამორიცხავს იმას, რომ ამ საკითხზე საუბარი მერიასთან კვლავ გაგრძელდეს.
თბილისის მერს დავით ნარმანიას ახალი მოადგილე ეყოლება. ამ თანამდებობას სავარაუდოდ, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე დაიკავებს. როგორც ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბრისას დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, იგი ახალ კანდიდატურას სავარაუდოდ მომავალ კვირაში წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები