პროკურატურა დავით კირკიტაძის დაბრუნებას გამოეხმაურა

პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულს ქვემო ქართლის რეგიონში დავით კირკიტაძეს, რომელიც აშშ-დან ახლახან დაბრუნდა, პროკურატურაში დღეს არ დაჰკითხავენ, – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, დავით კირკიტაძის საქმეზე ძიება გრძელდება და როდესაც ბრალდებულის დაკითხვა საჭირო გახდება, იგი პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს.
როგორც დავით კირკიტაძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან აშშ-ში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში იმ მიზეზით დაბრუნდა, რომ გამოძიებას ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.
“ჩამოვედი საქართველოში, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი“, – აღნიშნა კირკიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის ყოფილ რწმუნებულს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო – 10 ათასი ლარი შეეფარდა, რომელიც ბრალდებულმა უკვე გადაიხადა. საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებულ-გუბერნატორი დავით კირკიტაძე რამდენიმე დღის წინ მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები