კახეთში სასურსათო მაღაზიები გაქურდეს
კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში სასურსათო მაღაზიები გაქურდეს. დაზარალებულების ინფორმაციით, მაღაზიებიდან სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი და სიგარეტებია წაღებული.
დაზარალებულებმა სამართალდამცავებს მაღაზიების გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ დილას შეატყობინეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სსკ-ის 177 -ე მუხლით საქმე აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს.