სომხეთის მოქალაქე არადეკლარირებული საქონლის გამო 8137 ლარით დააჯარიმეს
სომხეთის მოქალაქეს საბაჟო გამშვებ პუნქტ „თბილისის აეროპორტის“ ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის არადეკლარირებული საქონელი აღმოუჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შარჯა-თბილისის რეისით ჩამოფრენილ სომხეთის მოქალაქე ა.ბ.-ის ბარგში, მებაჟე ოფიცრებმა მობილური ტელეფონები – 4 ცალი Samsung Galaxy, 4 ცალი A5 –Samsung Galaxy A3, 2 ცალი Samsung Galaxy Alpha , 1 ცალი Samsung Galaxy S5 duos და მედიკამენტები – 142 კოლოფი Atarax 25mg Hydroxyzine hydrochloride, Dilatrend 8 კოლოფი Carvedilol 6.25mg და 24 კოლოფი Rennie Peppermint აღმოუჩინეს.
საქონლის საერთო ღირებულებამ 8137,89 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, პირს სანქციის სახით 8137,89 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.