სხვისი შვილები, ანუ პროექტი ,,მჭირდები“, რომელიც ყველას გვჭირდება

      დედის დღეს გადავწყვიტეთ, განსაკუთრებული სიკეთის ადამიანი გაგაცნოთ.  მართალიაის დედა ჯერ არ არის, მაგრამ სხვისი, ზრუნვასა და ყურადღებას მოკლებულ შვილების მიმართ დედაზე არანაკლებ გულისხმიერებას იჩენს და მათზე ბოლომდე ზრუნავს. საქართველოში ძნელია, მოიძებნოს ბევრი ორგანიზაცია, რომელიც ქველმოქმედებით რეალურადაა დაკავებული. ლიკა ბებურიძის პერსონა.

 

 

 –ქალბატონო ლიკა, ცოტა რამ საკუთარ თავზე გვიამბეთ
– ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დავიბადე. მშობლები: მამა უნო ბებურიძე, დედა-ჟენია გოჩიაშვილი. დედა მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას ეწეოდა, სკოლა წარჩინებით დავამთავრე. ბედნიერი ბავშვობა მქონდა,9 წლის ასაკიდან ხშირად დავდიოდით თეატრებში, კონცერტებზე, ექსკურსიებზე… ჩავირიცხე რუსეთში – ქ.ფსკოვში, დაუსწრებელ ფაკულტეტზე, შემდეგ მუშაობა დავიწყე ფსკოვის ოლქში, ქ-პორხოვის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლეში კულტურული პროგრამების მეთოდისტად.
1985-1989-მდე  კიროვში ბიოქიმიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე ვსწავლობდი და, პარალელურად, საქართველოში, ყვარლის რაიონის 2 სკოლაში,- გავაზის საშუალოში და სოფელ ბალღოჯიაანის 9- წლიან სკოლაში ვმუშაობდი, სადაც ქიმიას, ბიოლოგიას, აგრეთვე შრომის გაკვეთილებს ვატარებდი. რუსეთში სწავლისას აგრეთვე მეორადზე, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი.
ბავშვებთან მუშაობის საკმარისი გამოცდილება დაგიგროვდათ და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტეთ, ორგანიზაცია დაგეარსებინათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის საქველმოქმედო საქმიანობაში დაგეხმარებოდათ1947702_711202082244290_1877130267_n
– 2000 წელს დავაარსეთ არასამთავრობო “ახალგაზრდობა-იმედი”, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციიდან ოთხი ადამიანი ქვეყნიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ გადავიდა, რთული გახდა საორგანიზაციო საკითხების მარტო მოგვარება და გადავედი ყველაზე სასარგებლო – საქველმოქმედო საქმიანობაზე: ტაძრებისთვის კანდელებს, შანდლებს, ხატებს ვაწერინებდი, საქართველოში არსებულ ტაძრებში სხვადასხვა ჯგუფები დამყავდა. წმინდანების საფლავებს მოვილოცავდით.
2011 წლის 5 აგვისტოს მარტომ დავაარსე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადგან ჩემი ტაძართან ურთიერთობის, მოზარდებთან ახლო კონტაქტის და მათგან მოსმენილი გულახდილი აღსარებების გამო მათი დახმარების სურვილი გამიჩნდა. ჩემთვის სტიმული იყო ის, რომ ჩემი სჯეროდათ და მენდობოდნენ… ბუნებრივია, მოზარდის ფსიქოლოგიით დავინტერესდი. 2007 წელს, ერთწლიანი სპეცკურსის გავლის შემდეგ, ამ მეცნიერებას საქართველოში თუ რუსეთში მოღვაწე წამყვანი ფსიქოლოგებისგან ონლაინრეჟიმში ვეუფლებოდი… 5 წელია ვმუშაობ თემაზე “მოზარდი და ფსიქიკა”, ფრანგი ფსიქოლოგის და მწერლის ფრანსუაზ დოლტოს ნაშრომის “ცხოვრებისეული სირთულეები” მიხედვით… შემდეგ დავაარსე ორგანიზაცია “კავკასიონის სინერგია”.
სინერგია,- ადამიანში ღვთისგან ბოძებულის წარმოჩენას ნიშნავს, ანუ იმ ტალანტის გამოყენებას, რაც უფლისგან ერგო ადამიანს, მის განვრცობას და კეთილად გამოყენებას… ამ სფეროში მუშაობის მანძილზე მოვისმინე ბევრი ადამიანური ისტორია, პრობლემები, ტკივილები, თვითმკვლელობების მცდელობები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში თვითშეფასება ავამაღლოთ, ბავშვში გავაღვივოთ ისეთი უნარები, როგორიცაა,- შრომისმოყვარეობა, სიბეჯითე… ორგანიზაციის დაარსების დღიდან ბავშვებს საჯარო სკოლებიდან, ინკლუზიური ჯგუფებიდან, დღის ცენტრებიდან, თეატრში, კინოში, გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე, ფსიქოანალიტიკურ სეანსებზე დავატარებ…
ქალბატონო ლიკა, რა არის სიკეთე და  როგორ უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას?10003085_711202198910945_61840527_n
– სიკეთე და უპირობო სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია და ეს აუცილებლად ,,გაეცი – მიიღე“-ს პრინციპით უნდა განხორციელდეს… ვისაც რა რესურსი გვაქვს, ეს მატერიალური იქნება, ადამიანური, მორალური თუ სხვა, აუცილებელია, უხვად გავცეთ, რადგან ეს ბუმერანგივით ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება: ჯანსაღი ფსიქიკის მქონე, ზრდილი ადამიანებით, სწორი ქცევით, ბედნიერი ოჯახებით.
ჩვენი მიზანი უბრალო, ადამიანური და გასაგებია: საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მოხუცების, მარტოხელა დედების, უმწეო და სასოწარკვეთილი ადამიანების ნებისმიერი სახით დახმარება. მათი სულიერი და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად თავშესაფრის, დღის სახლის შექმნა და სხვადასხვა კვალიფიცირებულ სპეციალისტთა უფასო გადაუდებელი სერვისის გაწევა.
 – ქალბატონო ლიკა, ვიცი, რომ თქვენ საკუთარი ბინა არ გაქვთ და ოფისს ქირაობთ...
– დღეს ბანკის ვალების გამო ძალიან ბევრი ოჯახია უსახლკაროდ დარჩენილი და ვალებით შეწუხებული. მათ შორის მეც,- არ მაქვს ჩემი სახლი. დღემდე ნასესხები ფულით ვქირაობ ოფისს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვმუშაობ. ბავშვები ჩვენი მომავალია და თუ მათ სულს არ გავუფრთხილდით,- ქართველები მხოლოდ ფურცელზე დავრჩებით…
 –გაიხსენეთ ის ორგანიზაციები, რომლებიც გვერდით დაგიდგნენ
– ხშირად გვაქვს ნაყინის, შოკოლადის და ნუგბარის ფესტივალები… ამ დღესასწაულების მოწყობაში გვერდით მიდგას კინოთეატრ “რუსთაველის” ხელმძღვანელობა. განსაკუთრებით ბატონი ბაჩანა აფხაზავა, რომელიც უანგაროდ გვეხმარება დღესასწაულების გამართვაში. ნაყინებს “თოლია” გვჩუქნიდა. “ავერსის“ ხელმძღვანელებმა უკვე 3- ჯერ გამოგვიყეს სხვადასხვა ვიტამინი და წამალი ბავშვებისთვის.
2014 წელს დავიწყე პროექტი “მჭირდები”, რომელიც აქამდე განხორციელებული პროექტების გარდა, ნეფროლოგიის ინსტიტუტის დიალეზზე დამოკიდებული გაჭირვებული ადამიანების დახმარებით დაიწყო. ბედნიერი ვარ, რომ ღმერთმა მომცა საშუალება, ჩემივე ადამიანური რესურსით უამრავი ადამიანი გამემხნევებინა, დამეპურებინა და დამეპატიჟებინა ღონისძიებაზე.
დავიწყე ბავშვების უფასო კვება რესტორნებში: ჯერ მხოლოდ რესტორანი “ბაბილო” გამოგვეხმაურა და 30 გაჭირვებული ოჯახის მოზარდს უმასპინძლა უმაღლესი სერვისით, კვებით, კონცერტით. მადლობა მას. აგრეთვე ჩვენს პროექტში თბილისის შინაგანი სამმართველოს თანამშრომლები ჩაერთნენ და ერთჯერადად დაგვირეცხეს თანხა, რითაც ოფისის ერთი თვის ქირა გადავიხადეთ და ბავშვებს დღესასწაულები მოვუწყეთ. პროექტი “მჭირდები” ყველას ეხება და სჭირდება …
– ქალბატონო ლიკა, როგორც საუბრის დაწყებამდე გვითხარით, ვინც გვერდი გიდგათ, მათ შორის ცნობილი ადამიანებიც არიან?10002908_711202378910927_1557401792_n
– საზოგადოების ცნობილ მოღვაწეებთან ერთად, პაატა ბურჭულაძე, გურამ დოჩანაშვილი, რეზო მიშველაძე, რეზო ჩხეიძე, მაყვალა გონაშვილი, ჟანსუღ ჩარკვიანი, თამაზ გამყრელიძე, თამაზ ჭილაძე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე და სხვა უამრავი ათასი ხელმომწერი გვყავს, მივმართავთ სახელმწიფოს, გამოგვიყოს შენობა, რომელიც გახდება კიდევ ერთი საქველმოქმედო კერა, კულტურული ცენტრი, სადაც საზოგადო მოღვაწეები ხშირად გვესტუმრებიან, უკიდურესად შეჭირვებული და უმწეო ოჯახების შვილებისთვის გამოფენებს გავმართავთ, დაუყვედრებლად დავაპურებთ და გავუწევთ ოპერატიულად სამედიცინო სერვისს.
ვოცნებობ, უახლოეს პერიოდში ვინმე დაინტერესდეს ჩვენი საქმიანობით და შენობა გამოგვიყონ, რაც საყვარელი ადგილი იქნება შეჭირვებული ოჯახების მოზარდებისთვის, სამედიცინო სერვისით, კვებით და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით. მსურს, ყველა ქართველი  დაბრუნდეს საქართველოში, ავაშენოთ ქარხნები, ფაბრიკები, ყველას გვქონდეს სახლი და სამუშაო. ამდენი მშიერი და დაავადებული არ გვყავდეს საქართველოს.

 

თეონა გოგნიაშვილი

 

პროექტის “მჭირდები” რეკვიზიტები საქართველოს ბანკში: GE63BG0000000346191900

საქველმოქმედო ზარი „მაგთიდან“ და „ჯეოსელიდან“ – 0901500519.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები