საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა გაგრძელდება
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის განხილვა გაგრძელდება. სასამართლო ისევ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე იმსჯელებს.
დედაქალაქის ყოფილ მერს დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება დაახლოებით 48 მილიონს, რომელიც, გამოძიების მტკიცებით, მოხმარდა არა თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას.
გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია კი ამ საქმეს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.