შსს-მ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
აქციის “შემოულაწუნე” მონაწილემ სააგენტო “ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს “ვარდების რევოლუციის“ მოედანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა დაუზიანა.
როგორც “კვირას“ ირაკლი გედენიძის მეუღლემ ნათია გედენიძემ განუცხადა, ირაკლი გედენიძე “ვარდების რევოლუციის“ მოედანზე მიმდინარე აქციას აშუქებდა, რა დროსაც მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მასალის წაშლა მოსთხოვა, ფოტოკამერა დაუზიანა, ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ნათია გედენიძის ინფორმაციით, მის მეუღლეს თავის არეში დაზიანებები აქვს მიღებული. ირაკლი გედენიძე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები