„7 შთაგონებული ქალბატონი“ – AKHUNDOV HOUSE-ში გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა(ფოტოკოლაჟი)

“7 შთაგონებული ქალბატონი“ -ამ სახელწოდებით სამხატვრო გალერეა AKHUNDOV HOUSE-ში გამოყენებითი ხელოვნების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა. როგორც “კვირასთან“ საუბრისას AKHUNDOV HOUSE-ის არტდირექტორმა არჩილ ბეჟანიშვილმა განაცხადა, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თიკა ჯაფარიძის, ნინო თადიაშვილის, ლილე ფილფანის, სალომე დადუნაშვილის, რადა მერაბიშვილის, მზია შალვაშვილის, თამარ მოსიაშვილის, ლეილა მეფარიძის შემოქმედების ნიმუშები.

მისი თქმით, გამოფენა,  გაზაფხულის დადგომას, 3 და 8 მარტის დღესასწაულებს ეძღვნება. გამოფენა  31 მარტამდე გაგრძელდება.

“ზოგიერთი მათგანი პროფესიონალი ხელოვანია, ზოგი – თვითნასწავლი, თუმცა ძირითადი საქმიანობით (მსახიობი, ჟურნალისტი, დიზაინერი) მჭიდრო კავშირშია შემოქმედებასთან. ყურადღებით დაათვალიერეთ მათი ნახელავი, დატკბით ლამაზი საგნების ცქერით, ხელოვნების მოყვარულებს ვპირდებით, რომ მსგავსი საგაზაფხულო, სარვამარტო ვერნისაჟებით ყოველ წელს გავახარებთ თბილისელებს და თბილისის სტუმრებს. გამოფენაზე წარმოდგენილი მხოლოდ ქალბატონების ნამუშევრები ერთგვარი ხაზგასმაა იმისი, რომ ეს თვე განსაკუთრებულად არის ქალბატონების“, – განუცადა “კვირას“ არჩილ ბეჟანიშვილმა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ დამთვალიერებელი ნასიამოვნები დარჩება.

IMG_3217

IMG_2835 - Copy

IMG_2839

IMG_2846

IMG_2878

IMG_2892

IMG_2908

IMG_2912

IMG_3184

IMG_3190

IMG_3192

IMG_3194

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები