„პეტრე ფომენკოს სახელოსნო“ ქართველი მაყურებლების წინაშე პირველად წარდგება

18-დან 22 აპრილამდე ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე, მოსკოვის თეატრი, თბილისელი მაყურებლის წინაშე, პეტრე ფომენკოს დადგმებით „მგლები და ცხვრები“ და „ოჯახური ბედნიერება“ პირველად წარდგება. სპექტაკლი „მგლები და ცხვრები“ ა. ოსტროვსკის პიესის მიხედვით – თეატრის სავიზიტო ბარათია. ის 1992 წელს ფომენკოს სტუდენტების მონაწილეობით დაიდგა და დღემდე თეატრის რეპერტუარში წარმატებით გადის.
სპექტაკლი „ოჯახური ბედნიერება“, რომელიც ლევ ტოლსტოის რომანის მიხედვითაა დადგმული, 2000 წელს თეატრალური პრემიით „თოლია“ -თი ნომინაცია „Some like it hot“ -ში დაჯილდოვდა, ხოლო ქსენია კუტეპოვამ კ. სტანისლავსკის პრემია ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი“ 2001 წელს მიიღო. „პეტრე ფომენკოს სახელოსნოს“ გასტროლების მსვლელობისას გრიბოედოვის თეატრის ფოიეში გამოფენა გაიმართება, რომელიც პეტრე ფომენკოს შემოქმედებას და თეატრის 20 წლის იუბილეს მიეძღვნება. პეტრე ფომენკო რეჟისორი, პედაგოგი, რუსეთის სახალხო არტისტი, თეატრის „პეტრე ფომერნკოს სახელოსნოს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. ის 2012 წელს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები