საჯარო ლექცია თემაზე – „ტოლერანტობა და სამართლის საკითხები“

6 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ტოლერანტობა და სამართლის საკითხები“. საჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“.
ტოლერანტობის სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. ტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე: ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები; რელიგია და ტოლერანტობის კულტურა; ტოლერანტობა და სამართლის საკითხები; ტრადიცია და ნაციონალიზმი სეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა; ფუნდამენტალიზმი ტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში; მრავალფეროვნების იდეა კინოში; მედიატოლერანტობა; ქართული კულტურა და ტოლერანტობა; პოლიტიკური თეოლოგია; ტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი. პროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, „ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
ლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები