შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა(ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი კობა გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსთავში დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული 0,07 გრ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ბიო“ ამოიღეს. გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები