მდინარე მოსკოვში იმ იარაღს ეძებენ, რომლითაც ბორის ნემცოვი მოკლეს

მდინარე მოსკოვში იმ იარაღს ეძებენ, რომლითაც 27 თებერვლის ღამეს რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი ზურგში 4 გასროლით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნემცოვს „მაკაროვის“ ტიპის იარაღიდან ესროლეს. ოთხივე ტყვია, რომელიც ნემცოვის სხეულში აღმოაჩინეს, სხვადასხვა ქარხანაში იყო დამზადებული. გამომძიებლების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი შესაძლოა, იმაზე მიუთითებდეს, რომ მკვლელი არაპროფესიონალი იყო. ნემცოვის დაკრძალვის ცერემონიალი დღეს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები