მიტროპოლიტ თადეოზის აუდიოდისკის წარდგინება გაიმართება

4 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მიტროპოლიტ თადეოზის (იორამაშვილი) აუდიოდისკის წარდგინება გაიმართება, რომელიც მეუფემ გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე ჩაწერა სტუდიაში. დისკში შესულია მეუფის ლექსები და კომენტარები, რომელსაც თავად აკეთებს მის მიერვე წაკითხულ ლექსებზე. დისკი უნიკალურია, რადგან არის მეუფე თადეოზის უკანასკნელი აუდიოჩანაწერი, რომელიც სტუდიურად დამუშავდა.
პროექტის ავტორია ლიტერატურული საზოგადოება „ვერკვლისციხელი“ (მარინა ხარხელაური, გიორგი ფარეშიშვილი). ხმის რეჟისორია მიხეილ კოჩაძე. საღამოზე მეუფე თადეოზს გაიხსენებენ ოჯახის წევრები, მეგობრები, ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. შესრულდება მეუფის ლექსებზე შექმნილი სიმღერები. მსურველებს შეეძლებათ აუდიოდისკის შეძენა, რომელიც მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და შეზღუდული ტირაჟით გამოიცა. შემოსული თანხა მოხმარდება საქველმოქმედო ღონისძიებებს მეუფის სულის მოსახსენებლად. პროექტის მხარდამჭერები არიან: განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი CDD; თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, სტუდია „ბუ“ და სტუდია „გუთანი“. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები