კულტურის პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი გრძელდება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებისა და ჩართულობის მიზნით, რეგიონებში გასვლით სამუშაო შეხვედრებს მართავს.
6 მარტს, 10:00 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყობა კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“. მასში მონაწილეობის მისაღებად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იწვევს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებითი სექტორის წარმომადგენლებს, საინიციატივო ჯგუფებს და კულტურის სფეროთი დაინტერესებულ პირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები