საქველმოქმედო ფონდის „დაამარცხე სიმსივნე“ პრეზენტაცია გაიმართება
დღეს „თი-ბი-სი გალერეაში“ საქველმოქმედო ფონდი Knock out Cancer-ის პრეზენტაცია გაიმართება. ფონდი კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ დედის, ნინო ჭიკაძის გარდაცვალების შემდეგ დააფუძნა. ფონდის მიზანია სიმსივნით დაავადებული ქალების დახმარება. ფონდი თანამშრომლობს „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან“, რომელიც ეროვნული სკრინინგ -ცენტრის მხარდაჭერით დაარსდა.
ფონდი დღემდე სიმსივნით დაავადებულ ოცამდე ქალბატონს დაეხმარა. ფონდის პრეზენტაციაზე ასევე შედგება მარი ნაკანის და ანი ანდრონიკაშვილის ფოტოპროექტის „ორგანული აბსტრაქციის“ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდის „დაამარცხე სიმსივნეს“ ანგარიშზე და სრულად მოხმარდება სიმსივნით დაავადებულ ქალბატონებს. პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი.