ომის ვეტერანთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

5-დან 7 მარტის ჩათვლით მარჯანიშვილის 5 ნომერში მდებარე ART AVENUE -ში ომის ვეტერანი ხელოვანების გამოფენა გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ გელა ზარდიაშვილი (პულტიკა), კახა ჩახუნაშვილი (ვანსკი), გიგა არველაძე, კოტე შენგელია, გიორგი მემარნიშვილი, ოთარ კობერიძე (ბაჩო), სულხან კერესელიძე (სუხო). გამოფენაზე გამოტანილი იქნება ფერწერული და გრაფიკული ტილოები, ხატები, ხელნაკეთი ნივთები. შესაძლებელია ნამუშევართა შეძენა. შემოსული თანხის ნაწილი ომის ვეტერანთა სახელით გადაირიცხება მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამონასტრო კომპლექსის ანგარიშზე. გამოფენის ორგანიზატორია ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „პატრიოტი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები