ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლების შეხვედრაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე და იმ ძირითად ფაქტორებზე, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებზე.
აღინიშნა, რომ მისიის ფარგლებში, მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან ერთად, მოხდება საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა დამაკროეკონომიკური პარამეტრების შეფასება და რისკების ანალიზი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანალიტიკური მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ფინანსთა მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები