პროკურატურა სატანისტური სექტის საქმიანობასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა

საქართველოს მთავარი პროკურატურა პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელის ნინო ჩარკვიანის მიერ სატანისტური სექტის საქმიანობასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში დღეს გაკეთებული განცხადებით დაინტერესდა. როგორც “კვირას“ ნინო ჩარკვიანმა განუცხადა, სკანდალური განცხადების გაკეთებიდან მალევე, მას საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდენენ და დაკითხვაზე დაიბარეს. ჩარკვიანი ამბობს, რომ პროკურატურასთან თანამშრომლობას აპირებს და უწყებას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ამომწურავად მიაწოდებს. “საქმესთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალის გახმაურებისგან დღეს თავი შევიკავე. ვაპირებ, რომ საგამოძიებო უწყებაში ჩემს ხელთ არსებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად ამ დეტალებზეც ვისაუბრო“, -განუცხადა “კვირას“ ჩარკვიანმა. ამასთან ჩარკვიანი მუქარის ზარებზე საუბრობს და ამბობს, რომ დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ მასთან მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა. ჩარკვიანის თქმით, მას დღეს გაკეთებული განცხადების ჭეშმარიტების უარყოფა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შვილების ლიკვიდაციით დაემუქრნენ. „სხვისი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვი და ჩემს შვილების სიცოცხლეს დაემუქრა საფრთხე, გაისმა მუქარის ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები“, – აღნიშნა ნინო ჩარკვიანმა. პოლიტიკური პარტია „რეფორმატორების“ წარმომადგენელმა ნინო ჩარკვიანმა დღეს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სკანდალური განცხადება გააკეთა. როგორც ჩარკვიანმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთში სატანისტურ სექტას 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. მისი განმარტებით, სატანისტური სექტის საქმიანობაში 50-60 ბავშვამდეა ჩართული. მისივე თქმით, მოზარდები სხვა თანატოლებისგან გარეგნული მხარითაც გამოირჩევიან, თითოეულ მათგანს ყვითელი კანი და ამოყირავებული ჯვარი ამოსვირინგებული აქვს წარწერით: „სიძულვილი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები