შუახევში სკოლის მოსწავლე ჩამომხრჩვალი იპოვეს

შუახევის რაიონის სოფელ ინწკირვეთში 17 წლის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

გარდაცვლილი ინწკირვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭს მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. მას ბებია და ბაბუა ზრდიდა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები