ექსპერტ ლევან ჩაჩუას განაჩენი უახლოეს ორ პროცესზე დადგება

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას განაჩენი უახლოეს ორ პროცესზე დადგება, – ამის შესახებ დღეს საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დაცვის მხარის ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ განაცხადა.
დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ადვოკატებმა პროცესზე აღნიშნეს, რომ წარდგენილ ბრალდებასთან ექსპერტ ლევან ჩაჩუას კავშირი არ აქვს. ადვოკატების განცხადებით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემთხვევაში საქმე არ გვაქვს მკვლელობასთან. თავის მხრივ, პროკურორ რევაზ ნადოის თქმით, ბრალდების მხარე არ აპირებს საქმის სასამართლოდან გატანას. პროკურორის განცხადებით, დღეს დაცვის მხარისგან მოისმინა ისეთი დასკვნითი სიტყვა, რომელიც არგუმენტებით არ არის გამყარებული. შემდეგი პროცესი 11 მარტს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები