„იმედის" გადამღებ ჯგუფს ვიდეოკამერა დაუმტვრიეს
სიმფეროპოლში ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს ერთ – ერთმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა. ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანდა ვიდეოკამერა, თუმცა “იმედის” გადამღები ჯგუფი მაინც განაგრძობს მუშაობას. ჟურნალისტი გურამ როგავა და მისი ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი სიმფეროპოლში გენერალურ საკონსულოსთან არსებულ სიტუაციას იღებდნენ, როდესაც მოქალაქეების ნაწილმა მათ შეურაცხყოფა მიაყენა.